„სხვა ქალაქი” – ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება

25 სექტემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში გაიმართება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის ონლაინჩვენება – „სხვა ქალაქი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ნაჩვენები იყო სხვადასხვა არქიტექტურულ ფორუმზე, მათ შორის – ჩეხეთსა და გერმანიაში. „სხვა ქალაქი” განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სატელევიზიო ჩვენებების დროს ქართველ მაყურებელში.
პროდიუსერები: ზურაბ ინაშვილი, ელდარ მდინარაძე;  ოპერატორი: რამაზ ბატატუნაშვილი;  მუსიკა: ლევან მიზანდარი.
ზურაბ ინაშვილი თენგიზ აბულაძის კინოსახელსონოს პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელიც წლების მანძილზე მოღვაწეობდა დოკუმენტური კინოს ჟანრში. რეჟისორი 2021 წლის ივნისის თვეში გარდაიცვალა და დაგვიტოვა დოკუმენტური ფილმების მთელი სერია, სადაც ასახულია დღევანდელი ქართველი ადამიანის ყოფა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები.
25 სექტემბერს ზურაბ ინაშვილის დაბადების დღეა. ეროვნული კინოცენტრი კინოჩვენებას რეჟისორის ხსოვნასა და მის შემოქმედებას უძღვნის.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.  პირდაპირი ვჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები