მაია სანდუმ გაერო-ს ტრიბუნიდან რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

მოლდოვის პრეზიდენტმა, გაერო-ს 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.

”მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანის შესახებ უცვლელი რჩება. ეს მოიცავს კობასნაში საწყობებში შენახული საბრძოლო მასალის ამოღებას ან განადგურებას, რაც საფრთხეს ქმნის უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ველით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ამ მიზნის მისაღწევად,” – თქვა სანდუმ.

1992 წელს დნესტრისპირეთი მცირე ხნით მოლდოვასთან იმის შიშით იბრძოდა, რომ დამოუკიდებელი მოლდოვა მეზობელ რუმინეთთან გაერთიანებას შეეცდებოდა.

კონფლიქტი დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები, რომლებიც რეგიონში საბჭოთა დროიდან იყვნენ დისლოცირებულნი, სეპარატისტების მხარეს დადგნენ.

ამჟამად, დნესტრისპირეთში დაახლოებით 1,400 რუსი ჯარისკაცი იმყოფება, თითქოსდა, საბჭოთადროინდელი იარაღის საწყობების დაცვის მოტივით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები