პესკოვი, სიმონიანი, ერნსტი, პატრუშევი – აშშ-ში “მაგნიტსკის” სიის გაფართოებაზე მუშაობენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტის საკითხთა კომიტეტმა მომდევნო ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, 1-ელი ოქტომბრიდან ვაშინგტონის ადმინისტრაციამ რუსეთის 35 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს.

წარდგენილ სიაში არიან რუსი მინისტრები, რუსი ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

განმარტებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები შესაძლოა, ადამიანის უფლებების დარღვევასთან იყვნენ კავშირში.

დოკუმენტის მიხედვით, “კანონის მიღებიდან 180 დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს მოსაზრება, რომელიც შეიცავს დეტალურ დასაბუთებას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა ქვეგანყოფილებაში ჩამოთვლილი პირები სანქციების დაკისრების კრიტერიუმებს“, “მაგნიცკის სიის” შესაბამისად.

სანქციათა სიაში შეყვანილია: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი; პრემიერმინისტრი, მიხეილ მიშუსტინი; რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო; უშიშროების საბჭოს მდივანი, დიმიტრი პატრუშევი; როსგვარდიის უფროსი, ვიქტორ ზოლოტოვი; ფსბ-ს უფროსი, ალექსანდრე ბორტნიკოვი; საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბისტრიკინი; მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი.

ნუსხაში ასევე მოხვდნენ ბიზნესმენები: რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ოლეგ დერიპასკა, გენადი ტიმჩენკო, “გაზპრომის” ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, “როსნეფტის” უფროსი, იგორ სეჩინი, ვტბ-ს თავჯდომარე, ანდრეი კოსტინი, ასევე, იგორ შუვალოვი.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, აქ მოხვდნენ კრემლის მთავარი რუპორები: ტელეკომპანია “რაშა თუდეის” (RT) მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი; ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი; ასევე, პირველი არხის (ОРТ) გენერალური დირექტორი, კონსტანტინე ერნსტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები