აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო გამაძლიერებელი (ბუსტერ) დოზის სახით Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
დამატებითი, მესამე დოზა რეკომენდებულია 65 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ასევე, 18-64 წლის ასაკის პირებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან, კერძოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საქმიანობა ინფიცირების ალბათობას ზრდის.
ბუსტერ დოზის შეყვანის დასაწყებად რეკომენდაცია ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც უნდა გასცეს.
მსოფლიოს რიგ სახელმწიფოში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში, ბუსტერ ვაქცინაციის კამპანია უკვე მიმდინარეობს. აშშ-შიც შეჰყავთ მესამე ინიექცია იმუნური აშლილობის მქონე პირებში და დღესდღეობით უკვე 2 მილიონამდე ასეთი აცრა გაკეთდა.