ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელსა და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა მინისტრს ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი, რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები