ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ საცხოვრებელ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები და სანიაღვრე ჭები. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმში სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა.

სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შემოვიდა. მერიის ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა. საჭიროების შესაბამისად, მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა.

24 – საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები