იაგო ხვიჩია – დმანისის ინციდენტზე: ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი

“ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა”, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დმანისში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ამ კანდიდატს რეგისტრაციიდან უნდა ხსნიდეს.

„თუ მართლა „ქართული ოცნების” კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება” პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დმანისში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები