„გასეირნება გარეთუბანში” – გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა – „გასეირნება გარეთუბანში” გაიხსნა.
ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცული XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის, კერძოდ, დღევანდელი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ-საგანანმანათლებლო დაწესებულებების შენობების შესახებ არსებულ მასალას მოიცავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია გიმნაზიების, მუზეუმების, თეატრების, დროებითი ცირკებისა და სინემატოგრაფის ნაგებობათა პროექტები, ნახაზები, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა.
გამოფენა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.