მელბურნში პოლიციამ კორონავირუსული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია რეზინის ტყვიებით დაშალა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში პოლიციამ ე.წ. ლოქდაუნისა და სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

მელბურნში პროტესტი უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ვიქტორიის შტატის ხელისუფლებამ გააძლიერა პოლიციის რაზმები, რომლებმაც დაარბიეს რამდენიმე ასეული ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, პოლიცია ასევე იყენებდა შაშხანებსა და “წიწაკის სპრეის”.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ავსტრალიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სამმართველო დათანხმდა პოლიციის მოთხოვნას მელბურნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ 26 სექტემბრის დილამდე, “საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”.

მელბურნში საპროტესტო აქციები დევიზით – “ვიქტორიის მშრომელთა მსვლელობა თავისუფლებისათვის” 20 სექტემბერს დაიწყო და უკავშირდება ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნას, რომ 23 სექტემბრამდე მშენებლობებში ყველა მომუშავე პირი, სულ მცირე, ერთი დოზით იყოს აცრილი.

ინდუსტრიაში ვაქცინაციის ტემპების გამო, ხელისუფლებამ ორი კვირით დახურა ყველა სამშენებლო მოედანი, თუმცა, ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშენებლო უბნების გახსნაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები