ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინცს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა.
კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, როგორც პიანისტი, მეორედ არის მიწვეული “მონტე-კარლო პიანო მასტერის” საერთშორისო ჟიურის წევრად.
“პრინცი ალბერტი აგრძელებს პრინც რენიესა და გრას კელის კულტურულ ტრადიციებს მონაკოს სამეფოში.
ახლახან, პრინცმა შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუიკოსების ხელშესაწყობად.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქართველი ნორჩი ტალანტების ხელშეწყობის საკითხებს.
“შესაძლო მომავალი პროექტი დამუშავების პროცესშია.
მისასალმებელი და სასიხარულოა საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონ დავიდ რანდალის ჩართულობა ამ პროცესში”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.