კიევში ზელენსკის მრჩეველს თავს დაესხნენ – შეფირის ავტომობილს 10 ტყვია ესროლეს

კიევის მახლობლად, უცნობმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის პირველი მრჩევლის, სერგეი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ქვეყნის შსს-ს ცნობით, ინციდენტი დილის 10:00 საათზე კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა.

ინციდენტის შედეგად, პოლიტიკოსი არ დაშავებულა. მანქანას 10-მდე ტყვია ესროლეს, მძღოლს სამი მოხვდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ადგილზე გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა უკვე მივიდა და თავდამსხმელების დასაკავებლად გამოცხადდა სპეცოპერაცია – “სირენა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები