“ლუგარის ლაბორატორიის გამო, საქართველომ ბიოლოგიური სუვერენიტეტი დაკარგა” – “როსპოტრებნადზორი”
რუსეთის “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანლის, ანა პოპოვას განცხადებით, საქართველოში მდებარე, ლუგარის ლაბორატორია რუსეთის ფედერაციისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
მისი თქმით, საქართველომ ბიოლოგიური სუვერენიტეტი დაკარგა. ”
ჯერ ერთი, ეს ძალიან ახლოსაა ჩვენგან და მეორეც, ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც, ჩემი აზრით, დაკარგა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მაღალი რისკია”, – თქვა პოპოვამ.