„ასჯერ დაეცა თბილისი და“… – კურატორის ტური გაიმართება

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და…“ ფარგლებში, გაიმართება კურატორის ტური, რომელსაც გაუძღვება გამოფენის თანაკურატორი, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა ლადო გუდიაშვილის, ზელიმხან გოგოლაშვილის, შალვა მაყაშვილის, დავით ძნელაძის, აპოლონ ქუთათელაძის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, მოსე და ირაკლი თოიძეების, დავით გველესიანის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ბორის ფოგელის, ვასილ ჯორჯაძის, კირილე ზდანევიჩის, რიჰარდ ზომერის, ამაიაკ აკოფიანის და გრიგოლ შარბაბჩიანის ნამუშევრებს, რომლებიც გვიამბობენ თბილისის ისტორიული გარდატეხების, ბრძოლებისა და მისი მრავალჯერ აღდგენილი იერსახის შესახებ.

თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციაში დაცული ეს ფერწერული ნამუშევრები მნახველს საშუალებას აძლევს, ისტორიულ და ესთეტიკურ ჭრილში დაინახოს თბილისისთვის ბრძოლის საუკუნოვანი გზა და ამასთანავე, გადარჩენილი დედაქალაქის უნიკალური, სხვადასხვა კულტურის ნაზავით შექმნილი სახე.

ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3CtxaP5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები