გერმანიაში 30 წლის მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა

გერ­მა­ნი­ა­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, გზატ­კე­ცი­ლის ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­ბუ­სის სამი მძღო­ლი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, – ინფორმაციას გამოცემა “ინდიფენდი”ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, და­კა­ვე­ბუ­ლი 30 წლი­საა და ეროვ­ნე­ბით სერ­ბია. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, იყო თუ არა მა­მა­კა­ცი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი ამ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ არის.

მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნას წინ უძღო­და და­პი­რის­პი­რე­ბა ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რის შე­დე­გა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­ბუ­სი გა­ა­ჩე­რეს და მგზავ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ.

სამი მძღო­ლი ავ­ტო­ბუს­ში დარ­ჩა და სწო­რედ ისი­ნი აიყ­ვა­ნა მძევ­ლად მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც, როგორც თა­ვად ამ­ბობ­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები