ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ახალი კერა გაჩნდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციის ჰეილონჯიანგის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჰარბინში კორონავირუსით ინფიცირების შიდა წარმოშობის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი იტყობინება.

აღინიშნება, რომ, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქალაქის ხელისუფლებამ ერთი კვირით დახურა საბავშვო ბაღები და საშუალო სკოლები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზი და დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ტესტირების კამპანია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, შეძლებისდაგვარად, დარჩნენ სახლში.

ჰარბინში შიდა ინფექციის გამოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, ინფექციის გავრცელების ცენტრი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინცია ფუძიანი, სადაც 10 სექტემბრიდან დაფიქსირებულია ინფიცირების 418 შემთხვევა და რომლებიც არ უკავშირდება მგზავრობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები