ჯანმო: ევროპაში, კორონავირუსით ინფიცირების კლების პარალელურად, სიკვდილიანობა გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყოველკვირეული ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკაა ასახული.

კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო ერთ კვირაში ევროპაში ვირუსით 1,09 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 6-12 სექტემბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, დაავადებას 14 ათასზე მეტი პაციენტი შეეწირა, რაც 6-12 სექტემბერთან შედარებით 1%-ით მეტია.

რაც შეეხება გლობალურ მაჩვენებელს, ჯანმო-ში ამბობენ, რომ ვითარების გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა, სხვადასხვა კონტინენტზე განსხვავებული ტემპებით.

კერძოდ, 13-19 სექტემბრის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 3 671 232 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 6-12 სექტემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.

ამავე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს 60 ათასამდე პაციენტი შეეწირა, რაც ასევე 6-12 სექტემბერთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია.

ევროპის გარდა, ინფიცირების კლება ფიქსირდება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 22%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 16%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 11%-ით; და ამერიკაში 7 პროცენტით. ამასთანავე, აფრიკაში 4%-იანი ზრდა შეინიშნება.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ყველაზე დიდი კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 27%-ით; ასევე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 20%-ით. ევროპის გაზრდა მაჩვენებელი გაზრდილი ასევე დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 7%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები