SEX AND THE CITY-ის მსახიობი, უილი გარსონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი, უილი გარსონი 22 სექტემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ვაჟმა გაავრცელა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.
უილი გარსონს განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა HBO-ს სერიალმა და ფილმებმა – Sex and the City, სადაც ის მთავარი პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს საუკეთესო მეგობრის, სტენფორდ ბლატჩის როლს ასრულებდა.
მსახიობი Sex and the City-ის გაგრძელებაშიც And Just Like That-შიც მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე, ჯერჯერობით, არ გამოსულა.