გაერო-ში ჩასული, ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი, მარსელუ კეორიგა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონარუსთან ერთად გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩავიდა, კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“გაცნობებთ ყველას, რომ დღეს COVID-19-ზე დადებითი პასუხი მივიღე. აშშ-ში კარანტინში ვიქნები, ყველა სანიტარული პროტოკოლის შესაბამისად”, – დაწერა მან.

კარანტინი 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საინფორმაციო პორტალ G1-ის ინფორმაციით, დელეგაციის სხვა წევრების პასუხი უარყოფითია.

აღინიშნება, ასევე, რომ მინისტრი ვაქცინირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები