დავით ზალკალიანი: პრემიერი მიწვეული იყო ავსტრიის კანცლერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საუბარი შეეხო ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჰუმანიტარულ მისიაში

“საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში და ის ფუნქცია, რასაც ჩვენ ვასრულებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეული იყო ავსტრიის კანცლერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელზეც საუბარი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებსა და იმ მნიშვნელოვან როლს შეეხო, რომელიც საქართველომ შეასრულა ჰუმანიტარულ მისიაში .

„მთელი მსოფლიო, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ მართლაც ძალიან წარმატებულ როლს, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის პროცესში. ეს მისია იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და ჩვენი სახელმწიფო უწყებები იყვნენ მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებოდნენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და სწორედ ამ ფუნქციასა და როლზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე. ასევე, საუბარი შეეხო მომავალ პერსპექტივებსა და თანამშრომლობას ჰუმანიტარული მისიის კუთხით და იმას, თუ რა როლი შეიძლება, შეასრულონ ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები