კანადის არჩევნებში გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა, თუმცა, უმრავლესობა – ვერ

კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ლიბერალურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

ლიბერალებმა 338 მანდატიდან 158 ადგილის მოპოვება შეძლეს, აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი ტრუდოს სულ მცირე 170 მანდატი სჭირდებოდა.

მეორე ადგილზე გავიდა კონსერვატიული პარტია, რომელმაც 117 მანდატი მიიღო. პარტიის ლიდერმა, ერინ ო’ტულმა მარცხი უკვე აღიარა და ტრუდოს გამარჯვება მიულოცა.

ტრუდომ თავის გამოსვლაში აღიარა, რომ ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ თქვა, რომ არჩევნების შედეგმა მისცა მას მკაფიო მანდატი მთავრობის შესაქმნელად.

ტრუდო კანადის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს, თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ის უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობდა. კანადის პრემიერმა გადაწყვიტა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაბლოკეს მისი ბიუჯეტი და სხვა კანონპროექტები.

თუმცა, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ კანადას ისევ უმცირესობის მთავრობა ეყოლება, ხოლო კანონების მისაღებად ტრუდოს პარტიას მოუწევს დაეყრდნოს ოპოზიციურ პარტიებს, როგორიცაა მემარცხენე ახალი დემოკრატიული პარტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები