ბაიდენმა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების პირობა დაასახელა

შეერთებული შტატები მზადაა დაუბრუნდეს ირანის ბირთვული შეთანხმების სრულ დაცვას, თუ თეირანიც იგივეს გააკეთებს, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე ყოველწლიურ სესიაზე.

”შეერთებული შტატები ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის თავიდან აცილების ერთგული რჩება. მაგრამ, ხუთ + 1 ჯგუფთან ერთად, შეერთებული შტატები მზადაა დიპლომატიური გზით იმუშაოს ირანის შეთანხმების შესრულებაზე, იმ პირობით, რომ ირანიც ანალოგიურად მოიქცევა,” – ხაზი გაუსვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები