დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეპიდვითარების პოლიტიზება ქვეყანაში საფრთხეებს ზრდის

“ეპიდვითარების პოლიტიზება საფრთხეებს ზრდის”, – ასე უპასუხა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კითხვას, რომელიც ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების პოლიტიკური შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებას ეხებოდა.

ხუნდაძის თქმით, საარჩევნო პროცესი დემოკრატიული ქვეყნებისთვის მისაღები მაღალი სტანდარტით უნდა წარიმართოს.

„ეპიდვითარების პოლიტიზება ზრდის საფრთხეებს. ამიტომ, დავიცვათ ჯანმრთელობა და პოლიტიკას მივხედოთ იმ წესებით, რა წესებიც არსებობს საარჩევნო პროცესისთვის და რაც მიღებულია მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები