იაგო ხვიჩია: ბანერზე თუ ვინმე უნდა გამოვაკრათ, ის ხალხია, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული

“ბანერზე თუ ვინმე უნდა გამოვაკრათ, ის ხალხია, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ძალადობას ეს სჯობს და საზოგადოებაში ფიზიკური ძალადობის შანსებს ამცირებს. სხვა საკითხია, მე ეს მომწონს თუ არ მომწონს, მაგრამ უფლება იმისა, რაც მინდა, ის სადღაც დავწერო და მივახატო, უნდა იყოს დაცული. ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოს ქვეყნის კანონმდებლობა. ზოგადად, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მიმაჩნია, რომ ასეთი ბანერების გაკვრა არასწორია. არც სხვა თვალსაზრისით არის სწორი, როცა ბანერზე ხალხს იმის მიხედვით ამატებ, შენი ოპოზიცია გუშინწინ რომ გახდა. რაც შეეხება იმას, ბანერზე პირველს ვის გამოვაკრავდი, ამ ბანერზე თუ ვინმე უნდა გამოვაკრათ, ის ხალხია, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები