ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე: არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოფიქსაცია დაინერგება

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ვიდეოფიქსაცია დაინერგება.

მისივე თქმით, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტისა და სხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

„2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და გააჩნია განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი. ოპოზიციის, ასევე, პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად ამავე არჩევნებზე ისეთი ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არამხოლოდ ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას. სამწუხაროდ, ის, რაც გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტექნოლოგია დავნერგეთ. მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის ტექნოლოგია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება, რაც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ვერ მოხერხდა. ამას ჰქონდა თავისი ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვადასხვა მიზეზი“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები