სუდანში სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, ქვეყნის არმია და რეგულარული ჯარი ვითარებას ამჟამად აკონტროლებს.

ამის შესახებ Al Arabiya იტყობინება.

ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ყველა მონაწილე პირი დაკავებულია.

მანამდე, Al Arabiya- მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის მომხრე ჯარისკაცთა ჯგუფმა ამბოხი მოაწყო და ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადა.

მედიის ინფორმაციით, შეთქმულებას მეთაურობდა გენერალ -მაიორი აბდელ ბაკი ბაქრაუი. ყველა მათგანი კავშირშია ისლამისტურ ასოციაცია “მუსლიმთა საძმოსთან”.

გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო სუვერენული საბჭოს წევრების დაკავება და სახელმწიფო რადიოს შენობაში შეჭრა, თუმცა, ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები