იტალიაში პატიმარმა ციხეში დრონით მიწოდებული იარაღიდან “მტრებს” ცეცხლი გაუხსნა

იტალიაში პატიმარმა სხვა მსჯავრდებულებს ცეცხლი გაუხსნა იარაღიდან, რომელიც, სავარაუდოდ, მას უპილოტო საფრენი აპარატით მიაწოდეს.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

აღინიშნება, რომ 28 წლის მამაკაცმა, რომელიც კავშირშია ნეაპოლიტანურ მაფიასთან, 19 სექტემბერს სამჯერ  გაისროლა იმ პატიმრების მისამართით, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირიაპირება მოუხდა. თუმცა, მათი დაჭრა ვერ შეძლო.

ცნობილია, რომ მამაკაცმა შხაპის მისაღებად საკნიდან გასვლის ნებართვა მიიღო და, როგორც კი კარი გაიღო, ამოიღო პისტოლეტი და ბადრაგს დაუმიზნა და სხვა საკნების გასაღები მოსთხოვა.

მამაკაცმა საკუთარი მტრების საკნების კარის გაღება ვერ შეძლო და გარედან გახსნა ცეცხლი.

28 წლის მსჯავრდებული უკანონო მობილური ტელეფონით ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც მას იარაღის გადაცემა ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები