ალმა-ატაში მამაკაცმა მანდატურებს ცეცხლი გაუხსნა – დაღუპულია ხუთი ადამიანი
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში ადგილობრივმა სასამართლოს მანდატურებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანია დაღუპული.
ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, რომ 1967 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მანდატურებმა საცხოვრებლიდან მისი გამოსახლება დაიწყეს.
დაღუპულთა შორის ორი პოლიციელია, 2 სამოქალაქო პირი, ერთი კი სასამართლოს განაჩენის აღმსრულებელი.
მამაკაცი დაკავებულია.