ფაშინიანი: რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვით, რომელშიც 25 წელზე მეტია, ვიმყოფებით, ძალიან ვართ დაინტერესებული

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვით არის დაინტერესებული, რაც ბლოკადის მოხსნის შესაძლებლობაა, რომელშიც რესპუბლიკა უკვე 25 წელზე მეტია, რაც იმყოფება.

​ამის შესახებ მან ერევანში, სომხეთ-რუსეთის ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ვიცეპრემიერითან, ალექსეი ოვერჩუკთან შეხვედრაზე განაცხადა.

“როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ კომუნიკაციების განბლოკვით, რადგან ჩვენ ამას მივიჩნევთ, როგორც ბლოკადის მოხსნის შესაძლებლობას, რომელშიც, სამწუხაროდ, 25 წელზე მეტია, ვიმყოფებით”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ოვერჩუკს ჯგუფის მუშაობის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მივიღოთ სარკინიგზო კავშირი რუსეთთან, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციისთვის. ეს გაზრდის ჩვენი კავშირის წევრობის ეფექტურობას”, – თქვა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, ოვერჩუკმა განუცხადა ფაშინიანს ბიზნესფორუმის მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ მონაწილეები ურთიერთობენ, არის იდეა სხვადასხვა პროექტის შესახებ სხვადასხვა სფეროში, კონტაქტების დამყარების განზრახვა.

”მართლაც, არის შესაძლებლობები და არიან რუსეთის განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლები – რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაცია (VEB.RF), რუსეთის საექსპორტო ცენტრი, რომელსაც ასევე აქვს შესაძლებლობა, დააფინანსოს საექსპორტო ოპერაციები და დააზღვიოს ისინი,” – თქვა ოვერჩუკმა.

ყველა ეს ინსტრუმენტი გააუმჯობესებს ეკონომიკური კავშირების ეფექტურობას და მიაღწევს სასურველ თანამშრომლობის დონეს. ასევე, მნიშვნელოვანია EAEU- ს ფარგლებში თანამშრომლობა.

დღეს, სომხეთის მთავრობის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა თქვა, რომ სომხეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირებს შორის ჯერჯერობით არავითარი კონტაქტი არ დამყარებულა. თუმცა, მისი თქმით, “ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, სომხეთის მზად არის შეხვედრებისთვის მაღალ დონეზე”.

გაერო-ს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა გადასცა, რომელსაც სურს მასთან შეხვედრა.

მისი თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არგახსნა პოლიტიკური საკითხია და თუ ფაშინიანს მასთან სურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არგახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა, მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იმავე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა – უარყოფით მიდგომებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში ერდოღანის ვიზიტი მზადდება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე, შეეხებიან სირიის საკითხსა და სხვა რეგიონულ თემებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები