ადვოკატი: მეგის ქარდავა ყველა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

“ყველა განაჩენის გასაჩივრებას ვაპირებთ იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი. მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია – ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველმა დღეს მოინახულა.

ადვოკატის თქმით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მეგის ქარდავა ექსტრადირების პროცესში მის მიმართ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საექსტრადიციო პროცედურაში პროცესუალური ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

ადვოკატის განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ ყველა იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ მეგის ქარდავას გამოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები