ბოლნისში აცრილმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით გამართულ ლატარიაში ბოლნისში აცრილმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი – ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5 000, 1 500 და 1 000 ლარი მოიგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები