“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” 21 სექტემბერს თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართება

საქართველოს პირველ არხზე 21 სექტემბერს, 22:00 საათზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა მერობის 16-ვე კანდიდატმა.

დებატებისთვის სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის 68 ნომერში. მერობის კანდიდატებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები უკვე გაიმართა. 14 სექტემბერს დებატებში ათი კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები