„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არჩილ ჩიქოვანი 54,1%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, არჩილ ჩიქოვანი 54,1%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები ასე განაწილდა:

არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 54.1%;

გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 30.6%;

ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის“) 4.6%;

გიორგი ფუტკარაძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“) 2.1%;

ბონდო გუგულაძე („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%;

კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%;

სხვა კანდიდატები 5.5%.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები