მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კოვიდით გარდაიცვალა

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.
ზურაბ ქავთარაძე 68 წლის იყო. იგი არ იყო აცრილი კორონავირუსზე.
ზურაბ ქავთარაძე პროფესიით მსახიობი და რეჟისორი იყო. შეასრულა ათობით როლი თეატრის სცენასა და კინოში, გადაიღო ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; „ტრიუმფი”, „დუბლ D”, „ტაო-კლარჯეთი”, „კიშინოვური პორტრეტები”, „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, „კულისებიდან კულისებში”, „ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი”, „იყო და არა იყო რა”…
2005 წელს მიიღო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები