საქართველოში კოვიდ-19-ს კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.