ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გააცნო.

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები