როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

უმეტესად უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

მესტიაში წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

+22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორშიც იწვიმებს. +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები