დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნისფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო

ვედეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციისმწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრებისმიერ დაორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოს პარლამენტისა დათბილსერვის ჯგუფისწარმომადგნლებმა.

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტისდავიცვათ საქართველოს სისუფთავეფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები იმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით განპირობებული უარყოფითი შედეგების შერბილებას.

ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აქტუალური და საჭიროა როგორც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმართვა, ასევე  დასუფთავების აქციებში მონაწილეობა”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა  და მასში 133 ქვეყანაა ჩართული. საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს 2010 წლიდან აქტიურად აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები