ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი გარდაიცვალა

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი. როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები წერენ, მას გულმა უმტყუნა.
„გულმა უმტუნაო…
დიდი მწუხარება გვიდგას ცხინვალელებს. დავკარგეთ დიდებული ადამიანი. ვიზიარებთ და ვწუხვართ ზაზა თედიაშვილის გარდაცვალების გამო“, – წერენ ცხინვალის მე-4 საშუალო სკოლელები.
ზაზა თედიაშვილი დევნილობაში მყოფ ცხინვალის თეატრს 30 წელი  ედგა სათავეში. მან საკუთარ სამშობლოში დევნილად გადმოსახლებული მაჩაბლის თეატრი უკიდურესად მძიმე დროს ჩაიბარა და შეუნარჩუნა მშობლიურ კუთხეს ერთადერთი კულტურული კერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები