რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, რა მექანიზმი აქვს ხელისუფლებას, რომ მძიმე პროვოკაციები თავიდან აირიდოს, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ისინი პროვოკაციას არ დაუშვებენ და ნებისმიერ ასეთ მცდელობას აღკვეთენ.

„საამისოდ ჩვენ გვაქვს ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება. მთავარია,  ჩვენი საზოგადოება არის ძლიერი, სახელმწიფო არის ძლიერი და არ დავუშვებთ, რომ ამ განვითარებას რაიმე ხელი შეეშალოს. მით უმეტეს, ისეთი დესტრუქციული ძალების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ  რევანშისტულად არიან განწყობილი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა. ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ, შური იძიონ საზოგადოების მიმართ ამ გადაწყვეტილების გამო. სწორედ ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, ინსტიტუტებს ებრძვიან ისინი და ყოველ ჯერზე ძალიან მტკივნეულ და მწარე მარცხსაც განიცდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები