გუდაუთის სკოლებში კორონავირუსის აფეთქებაა – სასწავლო დაწესებულებები დაკეტეს

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის სკოლების რამდენიმე კლასი, ასევე, ჯამჩიხრას სოფლის საშუალო სკოლა კარანტინის რეჟიმზე გადაიყვანეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კორონავირუსი მასწავლებლებს დაუდასტურდათ. ამის შესახებ გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, ადამირ ხარაზიამ განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ ჯიმჩიხრას სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი კვირით 14 სექტემბერს შეწყდა, რადგან იქ კორონავირუსით ექვსი მასწავლებელი დაინფიცირდა. “ადრე ვირუსით, ძირითადად, უფროსი თაობის ადამიანები ინფიცირდებოდნენ, ახლა დაავადება ბავშვებსაც უდასტურდებათ. რაც შეეხება სანიტარული ნორმების დაცვას, ყოველდღიურად ვატარებთ შემოწმებას სკოლებში ანტისეპტიკების, ნიღბების, მედიკოსების რეკომენდაციების დაცვაზე”, – თქვა მან.

მისი თქმით, გუდაუთის #2 სკოლა ერთი დღით დაიკეტა, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო. “სკოლაში 15 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 12 მოსწავლე და სამი პედაგოგია. სკოლაში, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სულ 600 ადამიანია ინფიცირებული, ეს დაავადების უმნიშვნელო აფეთქებაა”, – განმარტა ადამირ ხარაზიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები