სანდრო სულაძის მხატვრული ფილმის -„გუშაგების“ მსოფლიოს პრემიერა ლონდონში გაიმართება

მხატვრული ფილმის  – „გუშაგების” მსოფლიოს პრემიერა ლონდონში, კინოფესტივალ Raindanceის ფარგლებში, მოკლე ფილმების საკონკურსო პროგრამა New Departures-ში გაიმართება. ინფორმაციას კინოფესტივალის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებს BAFTA-სა და აკადემიის ჯილდოს ნომინაციის კვალიფიკაცია აქვს.
სიუჟეტი: ორი პატარა ბიჭი, 8 და 14 წლის ძმები, რამდენიმე დღით მარტო აღმოჩნდებიან უკაცრიელ გარემოში. მამა სოფლის საქმეზეა წასული და ისინი არიან ახლა სახლის და საქონლის გუშაგები.
რეჟისორი: სანდრო სულაძე; სცენარისტი: სანდრო სულაძე, გიორგი სულაძე; ოპერატორი: ოლაფ მალინოვსკი;  პროდიუსერი: თიკო ნადირაშვილი.
Raindance კინოფესტივალი ლონდონში, ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლოს ტარდება. ის არის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალი, სადაც უჩვენებენ სხვადასხვა ფორმატის ფილმების მრავალფეროვან  სპექტრს – მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან ვებსერიებამდე, მუსიკალურ კლიპებს და სხვა,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები