ექიმის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია

ქარელში ინციდენტისას დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ოპერატორი თბილისში გადაჰყავთ, – ამის შესახებ ქარელი „ევექსის“ საავადმყოფოს ექიმმა, კახაბერ თოთლაძემ ჟურალისტებთან განაცხადა.

„პაციენტი გადაგვყავს თბილისში სტაბილური მდგომარეობით, უბრალოდ, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სჭირდება კატე კვლევა. მარცხენა ბარძაყის არეში საეჭვო მოტეხილობაზე არის ეჭვი“,- განაცხადა კახაბერ თოთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები