ლევან ნიკოლეიშვილი – „ქართული ოცნება“ ერთის მხრივ სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს, ამავდროულად პირდაპირ ეუბნება საზოგადოებას, რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები
აბსოლუტურად მართებულია, „ქართული ოცნების“ პოზიცია: ერთის მხრივ, სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს და ამავდროულად პირდაპირ და დაუფარავად ეუბნება საზოგადოებას თუ რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა შესაძლო სცენარის განვითარება სურთ რადიკალებსა და მათ ე.წ. მედიასაშუალებებს.
“აბსოლიტურად მართებულია, „ქართული ოცნების“ პოზიცია: ერთმხრივ სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს, თან ამვდროულად პირდაპირ და დაუფარავად ეუბნება საზოგადოებას თუ რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები-მართლმადიდებული ეკლესის დისკრედიტაცია და მორწმუნეების შეშინების მცდელობა, „ლექსო ლაშქარვას -2“ შექმნა ანუ სიტუაციის იმგვარად გართულება , რომ ნებისმიერ ფასად ადამიანები ქუჩაში გამიყვანონ, რათ სიტუაცია უმართვი გახდეს. დიახ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ თუ რა შესაძლო სცენარის განვითარება სურთ რადიკალებსა და მათ ე.წ. მედია საშუალებებს”, – წერს ნიკოლეიშვილი სოც.ქსელში.