დავით ქართველიშვილი: სწორად იქცევა “ქართული ოცნება”, როცა არ მალავს და საზოგადოებს წინმსწრებად ეუბნება ყველაფერს, თუ რაზეა წამსვლელი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე

“აბსოლუტურად სწორად იქცევა “ქართული ოცნება”, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი წერს. მისივე თქმით, ამ გზით მმართველი პარტია საზოგადოებს წინმსწრებად ეუბნება ყველაფერს, თუ რაზეა წამსვლელი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

“პრევენციას, როგორც მძიმე შედეგის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებას, ჰუმანურობის ელემენტიც გააჩნია – ეს არის ჩამდენის მისამართით სიგნალი, რათა გადაიფიქროს, რათა ჩაწვდეს მისი ზრახვების გაშიშვლებაში და მოერიდოს გარდაუვალ პასუხისგებას.
ამ კუთხით, აბსოლუტურად სწორად იქცევა “ქართული ოცნება”, როცა მის ხელთ არსებულ თემებს წინასწარ ასაჯაროებს, სწორედ რომ პრევენციის მიზნით. სწორად იქცევა, როცა არ მალავს და საზოგადოებს წინმსწრებად ეუბნება ყველაფერს, თუ რაზეა წამსვლელი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ამას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცახდებაც. იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ, გადაუარონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მორწმუნეებს ჩაუშხამონ დიდი მარხვის შენახვა, ხელოვნურად გაურთულონ სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრება რიგით მოქალაქეებს, როცა შეუძლიათ, მოითხოვონ ლექსო ლაშქარავა-2, და ამ მიზნით ქუჩაში ნებისმიერ ფასად გამოყვანონ ხალხი – ჯერ პრევენციის, ხოლო შემდგომ კი კანონის აღსრულების ენაზე უნდა ელაპარაკო”, – წერს სოცქსელში ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები