თიკა რუხაძე: ახალი სასწავლო წელი იწყება, პარალელურად, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილი ტემპით მიდის

ეროვნული სასახლის დირექტორი, თიკა რუხაძე თბილისის მერიასა და განვითარების ფონდს სასახლის რეაბილიტაციის პროცესში სასახლის ინტერესების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღნიშნული პედაგოგებსა და მოსწავლეებს კომფორტულ გადაადგილებასა და სასწავლო პროცესის ხარისხიანად ჩატარებაში შეუწყობს ხელს.

“ახალი სასწავლო წელი იწყება, პარალელურად, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილი ტემპით მიდის. მადლობა თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund და თბილისის მერია / Tbilisi City Hall, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და სასწავლო წლის დაწყებამდე მოვასწრებთ მოიხსნას რუსთაველის მხარეს ღობე, დასრულდება ტროტუარი, მოწესრიგდება ტერიტორია და შესასვლელებიც გვექნება, რომელიც უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით შეგვეძლება გამოვიყენოთ… კომპანია “ინსი” და თავის კონტრაქტორებიც ძალიან დავღალეთ… მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას, პედაგოგები დავიბრუნოთ სამუშაო ადგილებზე და ჩვენი საყვარელი ბავშვებიც მივიღოთ… და, რაც მთავარია – სწავლასთან ერთად გაგრძელდება რესტავრაციის პროცესი. საქმე კიდევ ძალიან ბევრია! ასეთი სირთულის პროექტი, ალბათ, იშვიათია – თან რეაბილიტაცია და თან საქმე… ჩემი აზრით, გარედან მოწესრიგება უკვე ძალიან დიდი საქმეა… მიხარია, რომ ამ სილამაზის თუნდაც პატარა ნაწილით ყველა დატკბება… 2024 წლიდან კი ყველა კარი გაიღება და ერთად ვიამაყებთ ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობით.

პატივისცემით, ეროვნული სასახლიდან, თიკა რუხაძე”, – წერს თიკა რუხაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები