ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით, ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს.

ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ფრაქციის მოთხოვნაა პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანლის, გრიგოლ ლილუაშვილის გამოცხადება და მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა.

“ორი დღეა, ინტერნეტში 30 ათასამდე ფაილი გავრცელდა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია პირუთვნელ გამოძიებას მოითხოვს. შემიძლია, დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა, პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები