ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს
“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს.
ნოდარ მელაძის განცხადებით, მასთან გამომძიებლებს კითხვები გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ.
“სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს”, – აცხადებს მელაძე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება კონკრეტულ შედეგებს არ დადებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.