„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – ზღაპრის დღე გაიმართება

16 სექტემბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში,  ზღაპრის დღე გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ზღაპრებისა და ტექნოლოგიების სინთეზს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ათი დღის განმავლობაში, 26 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე, ამირანის მითის თემაზე შექმნილ პროექტს წარმოადგენს.
ასევე, გაიმართება AR აპლიკაციის ონლაინპრეზენტაცია. აპლიკაცია გამოფენაა, სადაც 7 ქართველი მხატვრის ილუსტრაცია გაფართოებული რეალობის საშუალებითაა წარმოდგენილი. ქართული მითოლოგიის პერსონაჟები რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებენ და გაცოცხლდებიან.
აპლიკაციაზე მუშაობდნენ: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე,  ალექს ლაშხი, თორნიკე სულაძე.
AR აპლიკაციაში ნახავთ შემდეგი მხატვრების ნამუშევრებს: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე,
კვაჭი, სოფო კირთაძ,ე ხატია ჩიტორელიძე, ანუკ ბელუგა.
მის: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – დოდო აბაშიძის ქ.10.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები