თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები – “გამოვიტან, გავავრცელებ და მერე უცოდველი კრავივით უმწიკვლო სახით “ტვ პირველზე” დავგმობ ეკლესიის დისკრედიტაციას”

,,მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, გამოააშკარაოს პოლიტიკურად ჩანერგილ, გადანერგილნი და პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები.
ჩანაწერები, რომლითაც დღეს ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლებო გუნდს ემუქრები, მათზე პირდაპირი შურისძიება”, – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს.

,,მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, გამოააშკარაოს პოლიტიკურად ჩანერგილ, გადანერგილნი და პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები.
ჩანაწერები, რომლითაც დღეს ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლებო გუნდს ემუქრები, მათზე პირდაპირი შურისძიებაა!
როგორც ჩანს, გავრცელებული მასალები ახალია და მათ დიდი პოლიტიკური ფასიც აქვს.
ვინ შეუკვეთა, ვინ დაამზადა, როგორ გამოიტანეს და გაავრცელეს-
ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა, მაგრამ მანამდე მთავარი პოლიტიკური შურისძიებაა და სახელისუფლებო გუნდზე პოლიტიკურად შურისმაძიებელთა რიგებში ‘ნაცების’ ‘ნაცი’ გახარია და მისი გარემოცვა ჩადგა!
საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი გახარიას დავალების პირდაპირი შემსრულებლები არიან. მარტივი ყოფილა, კარგად მოემზადო და არ გაკეთებულ-დაშავებულზე მაინც ჩაუშვა საკუთარი გუნდი. მარტივი ყოფილა, ერთ სიმართლეს დაუმატო ხუთი ტყუილი და ასე იმუშაო მასაზე. ეს ხომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურად “სწორი” მენეჯმენტია. “გამოვიტან, გავავრცელებ და მერე უცოდველი კრავივით უმწიკვლო სახით ტვ პირველზე დავგმობ ეკლესიის დისკრედიტაციას”.
ამ სიბინძურისა და “ნაცებთან” პოლიტიკურად ჩახუტების გამო, აუცილებლად მწარე პასუხს გაგცემთ ამომრჩეველი და ქართველი ხალხი”, –  წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები