„ამ ისტერიამდე მისული საინფორმაციო ველის ერთადერთი დანიშნულებაა, მოსახლეობაში დაუცველობის განცდა შექმნას“ – გიორგი ცუცქირიძე

“საინფორმაციო ომის” ფარგლებში, „ნაცოპოზიცია“, მხარდამჭერი მედია პლატფორმით, ცდილობს, ბოლო კოზირად სუს- იდან “გაჟონილი ინფორმაცია” გამოიყენოს და რჩება შთაბეჭდილება, ერთგვარ ანალოგადაც კი აქციოს ციხის კადრებთან, თან ისე, რომ არც ამ მასალების ავთენტურობას, არც ჩანაწერის დროს და არც ფაბრიკაციის შესაძლებლობას ეჭქვეშაც კი არ აყენებს!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქში“ წერს.

ცუცქირიძის თქმით, ისტერიამდე მისული საინფორმაციო ველის ერთადერთი დანიშნულებაა, მოსახლეობაში დაუცველობის განცდა შექმნას.
“საინფორმაციო ომის” ფარგლებში, „ნაცოპოზიცია“, მხარდამჭერი მედია პლატფორმით, ცდილობს, ბოლო კოზირად სუს- იდან “გაჟონილი ინფორმაცია” გამოიყენოს და რჩება შთაბეჭდილება, ერთგვარ ანალოგადაც კი აქციოს ციხის კადრებთან, თან ისე, რომ არც ამ მასალების ავთენტურობას, არც ჩანაწერის დროს და არც ფაბრიკაციის შესაძლებლობას ეჭქვეშაც კი არ აყენებს! არადა, დღევანდელი ოპოზიციისა და მათი პარტიული მედია დირექტორების დიდი ნაწილის ხელწერად იყო ქცეული ფაბრიკაციებიც და მოდელირებული ქრონიკების ტირაჟირება 2003-2012 წლებში.

ამ ისტერიამდე მისული საინფორმაციო ველის ერთადერთი დანიშნულებაც ეგ არის, მოსახლეობაში შექმნას დაუცველობის განცდა(ყველას გვისმენენ) და აჩვენოს, თუ როგორ ებრძვის „ოცნება“ პატრიარქს და, დედა ეკლესიასთან ერთად, ჩვენ იდენტობას!
შევნიშნავ, რომ ციხის კადრებმა კი ითამაშა თავისი როლი 2012 წელს „ნაცების“ დამარცხებაში, მაგრამ იმ საპროტესტო გამოსვლათა პანორამაში მისი როლი ცოტა გაზვიადებულია.

სააკაშვილის რეჟიმს ნდობის კრედიტი უკვე ამოწურული ჰქონდა, როგორც დეჰუმანიზირებული ქცევის კოდექსით და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვით, სადაც მოსმენებიც, მიყურადებებიც, ქონების ექსპოპრიაციაც და ტერორიც ყოველდღიური ცხოვრების ნორმა იყო, ასევე, მომავლის პერსპექტივის დაკარგვის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით – რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შედეგად ტერიტორიების დაკარგვის გამო, დროებით თუ არადროებით ამას საზოგადოებრივ განწყობაზე, ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ მომენტში.
ფაქტობრივად, ციხის ამბები ისედაც წაქცეული კოლოსის ბოლო აგური იყო, რასაც არც პირდაპირი და არც ირიბი ბმა არა აქვს დღევანდელ სიტუაციასთან და ვერც ანალოგად გამოდგება, ახლა ცალკეულმა ექსპერტებმა რამდენიც  უნდა ამტკიცონ.
ამ არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და “ქართული ოცნება”, ეკონომიკური ფონითაც და საერთო განწყობებითაც იგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციის მხრიდან, ვერც მისი “რეფერენდუმად” წარმოჩენის მცდელობა იქნება რაიმე შედეგის მომტანი, რადგან ხელისუფლების ალტერნატივას, ალტერნატიული ხედვები და საზოგადოებისათვის მისაღები ადამიანები ქმნიან და არა – ლამის წარსულის რელიქტებად ქცეული, ყავლგასული პოლიტიკოსთა ერთობა წარმოაჩენს!“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები